Soft


Mobile


Music


Movies


Games


Pictures


Creative


Videos


Humor


Erotic


Other



Main » Files » სტატიები


Entries in category: 12
Shown entries: 1-10
Pages: [1] 2 »

Sort by: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views
აქ ისწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთPhotoShop-ით ასეთი რაღაცა!
(თუ გეცნობათ SpiderMan-3-ის ლოგოა!! :D)



PhotoshopFrenzy
| Views: 93 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-07-01 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |


1 x 8 + 1 = 9
12 x 8 + 2 = 98
123 x 8 + 3 = 987
1234 x 8 + 4 = 9876
12345 x 8 + 5 = 98765
123456 x 8 + 6 = 987654
1234567 x 8 + 7 = 9876543
12345678 x 8 + 8 = 98765432
123456789 x 8 + 9 = 987654321


არსებობს კიდევ ესეთი გასაოცარი რიცხვი გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ თუ როგორ ცვლიან ადგილებს ციფრები და იგივეები მეორდებიან სხვა არ ემატება:
142 857 * 1 = 142 857
142 857 * 2 = 285 714
142 857*3 = 428 571
142 857*4 = 571 428
142 857*5 = 714 285
142 857*6 = 857 142
და მხოლოდ შვიდზე გამრავლებული გამოდის სხვა მაგრამ ისიც ნახეთ:999 999

კიდევ: 142+857=999
14+28+57=99

და: 142 857 კვადრატში აღებული არის 20408122449
ანუ: 20408+122449=142857

111111111*111111111=12345678987654321

* ეს სიმბოლო აღნიშნავს გამრავლებას
| Views: 86 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-04-30 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |

გილოცავთ ბზობას!



ბზობა - ბაიაობა
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

მოამზადა შალვა კეკელიამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.
| Views: 90 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-04-20 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |


მობილირი ტელეფონი შექმნილია სპეციალურად ადამიანებისთვის, ვისაც თანამედროვე სტილი იზიდავს,მათთვის ვინც ერკვევა დიზაინში და ფასეულ ნივთებში. ასეთ ტელეფონში უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს სუპერ ფუნქციებს, მისი გამჭვირვალე კლავიატურა უკვე ბევრს ნიშნავს
| Views: 130 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-02-26 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |


101.27 კარატიანი ბრილიანტი ყველაზე დიდი ბრილიანტია მათ შორის
რაცკი ბოლო 20 წლის მანძილზე გამოუტანიათ აუქციეონზე გასაყიდად.
ქვა გამოიფინება ჰონკონგში 28 მაისს აუქციონ 
Christie’s-ზე.
საწყისი ფასი იდეალური ბრილიანტის შეადგენს 6 მილიონ დოლარს.


| Views: 118 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-02-21 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |



ყოველი თოვლის ჩამოწოლისას შვედეთში კერძოთ იუკასიარვიაში
 (Jukkasjarvi), დიზაინერები იწყებენ ყინულის სასტუმროს შენებას,
სასტუმროში არის ბარიც , კომფორტულად მოწყობილი ნომრები
და ეკლესიაცკი. აპარტამენტების კეთილმოწყობაზე მსოფლიოს
სხვადასხვა დიზაინერები ზრუნავენ.
| Views: 121 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-02-21 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |



ტელეფონი Chanel Coco შეიმუშავა დიზაინერმა ფრედ დე გარილემ  (Fred de Garilhe).
ტელეფონი წარმოადგენს სლაიდერს, რომელიც შედგება შუშის მოდულებით და მათ ყოფს
სპეციალური ოპტიკური ძაფები.
ტელეფონი როდის გამოვა გაყიდვაში ან საერთოდ გამოვა თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.
***
ნამდვილად კარგია და კარგი ფულიც ეღირება სიამოვნებით ვინმე კარგ გოგოს ვაჩუქებდი: )
| Views: 136 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-02-13 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,

ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,

თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. .
| Views: 126 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-02-09 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |

კომპანია Google თავის თაყვანისმცემლებს დღითიდღე საუკეთესო სერვისებს სთავაზობს, ერთერთი ასეთი სიახლე არის უფასო ინტერნეტი, ეგაა რომ ყველას ეს სიამოვნება არ ერგება :-) მინიმუმ უფასო ინტერნეტის მისაღებად თქვენ უნდა ცხოვრობდეთ აშშ-ში ქალაქ Mountain View-ში. ეს ქალაქი განთავსებულია კალიფორნიის შტატში და სწორედ ამ ქალაქშია განთავსებული საყვარელი კომპანიის სათაო ოფისი. მოკლედ მაგრა გაუმართლა ამ ქალაქის მოსახლეობას.

Google თავის ქალაქში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამონტაჟებდა უმავთულო Wi-Fi ქსელების დაშვების წერტილებს და აი, როგორც იქნა ჩაირთო 380 წერტილისგან შემდგარი ქსელი. ქალაქ Mountain View-ში ცხოვრობს სულ რაღაც 70 ათასი მოსახლე, ნებისმიერს შეუძლია მიიღოს Google-ს ექაუნთი და უფასოდ ჩაერთოს ქსელში. ინტერნეტის ქსელის სიჩქარე ამ ეტაპზე არის 1 მეგაბიტი, მაგრამ Google -ს წარმომადგენლები აცხადებენ რომ მაღალი ინტერესის შემთხვევაში ამ სიჩქარეს 8 მეგაბიტამდე გაზრდიან.

სხვათაშორის აღსანიშნია ერთი გარემოება, ამ პატარა ქალაქში არის განთავსებული არანაკლებად ცნობილი კომპანიების ოფისები, მაგალითად: Mozilla Foundation, Microsoft, Intuit, SGI და სხვა, მაგრამ არცერთმა ასეთი სიკეთე ქალაქს არ აჩუქა. შეგახსენებთ რომ ასეთივე პროექტი წარდგენილია ქალაქ სან-ფრანცისკოში, მაგრამ გასაგებია რომ ეს უკანასკნელი უფრო დიდი ქალაქია, თან აქ Google-ზე მეტად ამ ქალაქის ქსელის განვითარებაში უდიდესი ხარჯი გაწია კომპანია EarthLink-მა. პატარა ქალაქი Mountain View-ი კი სრულად Google-ს მიღწევაა.
| Views: 131 | Downloads: 0 | Added by: vanex | Date: 2008-02-02 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |

 

კაი ლექსია ნახეთ ყოჩაღ ნინი

| Views: 429 | Downloads: 217 | Added by: vanex | Date: 2008-01-22 | Rating: 0.0/0 | Comments (0) READ MORE |

[1-10] [11-12]

 

Main page | Register | Login
Designed & Powered by Medion, Rast, Zura, GlobalSoft |2008 All Rights Reserved
Pirveli Top Top on A-Z.az